fbpx
საზოგადოება

“ნერვიულობისგან ლამის გავგიჟდი” – ვიკი ხაძივასილიუს დედა ხალკიდიკის ქარიშხალში მოჰყვა

ხალკიდიკის ქარიშხალს, რომლის მსგავსიც საბერძნეთს ბოლო დროის მანძილზე არ ახსოვს, საერთო ჯამში 7 ადამიანი ემსხვერპლა. 6 მათგანი ტურისტია, ხოლო 1 მეთევზე. თუმცა, დაზარალებულებს შორის არის საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანის, ვიკი ხაძივასილიუს დედაც, რომელმაც მძიმე ღამე გამოიარა.

ტელეწამყვანი ამის შესახებ პირადად საუბრობს:

“დედაჩემი დიდ საფრთხეში იყო. ნერვიულობისგან ლამის გავგიჟდი. მე თესალონიკში ვიყავი, ხოლო დედაჩემი ხალკიდიკიში იმყოფებოდა, სადაც მისი სახლიც არის. ექსტრემალური ამინდის პირობებში, როდესაც საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ის მეგობრებთან ერთად კაფეში იმყოფებოდა. უეცრად მათ თავზე სკამებმა დაიწყო ფრენა. ისინი შიგნით შევიდნენ, რათა თავი დაეცვათ.

შემდეგ მანქანაში ჩაჯდომა სცადა, თუმცა, ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ შეძლო და როცა სახლში დაბრუნდა, შესასვლელი ხეებისგან იყო ჩაკეტილი. მოახერხა შიგნით შესვლა, თუმცა, სახლში ყველგან წყალი იყო. მთელი ღამე სანთლის შუქზე გაატარა და დივანზე ეძინა, რაგდან საძინებელი სრულიად დატბორილია.”

onalem

ტესტ