fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალს, რომელიც 5 წელი დენს იპარავდა, 2.5 წლიანი პატიმრობა ელის!

ბერძენმა ქალმა ელექტრო ენერგიის მომმარაგებელი კომპანია 8.000 ევროთი აზარალა. ის დენს 5 წლის მანძილზე, 2012 წლიდან 2017 წლამდე იპარავდა და საერთო ჯამში “უფასოდ” 45. 000 კილოვატი მოიხმარა.

ვოლოსის სასამართლომ მას 30 თვიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. თუმცა, მას აქვს არჩევანი გადაიხადოს 8, 000 ევრო და ამავე დროს მისი სახლი იყოს სრული კონტროლის პირობებში.

საბერძნეთში დენის ჩაჭრის უამრავი შემთხვევა ფიქსირდება. მოსახლეობა ამ სახის რისკზე მიდის და ფიქრობს, რომ არასოდეს გამოააშკარავდებიან, თუმცა, როგორც ჩანს, შემოწმება მაინც ტარდება.

ფაქტია, რომ ყოველთვიური დანახარჯი ვოლოსელ ქალს ბევრად ნაკლები ექნებოდა, ვიდრე 8, 000 ევრო, რომელიც ახლა DEH-სი მართებს.

onalem

ტესტ