fbpx
პოლიტიკაჯანმრთელობა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ევანგელისმოს საავადმყოფოს შუაღამეს ესტუმრა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ევანგელისმოს საავადმყოფოს შუაღამეს ესტუმრა. ეს კი იმიტომ, რომ ვასილის კილიკიასს უნდოდა ენახა, რამდენად მწყობრშია ყველაფერი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოში მაშინ, როცა იქ არ ელიან რომელიმე თანამდებობის პირს.

მინისტრს სურდა შეემოწმებინა, როგორ მუშაობს საავადმყოფოში პერსონალი და ასევე აღმოეჩინა ის დარღვევები, რომელთა გამოსწორებაც სამინისტროს პრიორიტეტი იქნება.

მან ისაუბრა პაციენტებთან და მომსახურე პერსონალთან პრობლემების გასარკვევად და იმ საშუალებებზე, რომლებითაც ამ პრობლემების გადაჭრა მოხდება.

onalem

ტესტ