fbpx
საზოგადოება

ხალკიდიკიში გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა – ზღვაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ხალკიდიკის ტრაგედიის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპირიდან 6 მილის მოშორებით მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომლის ამოცნობაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გამომდინარე აქედან, უცნობია, არის თუ არა ის 62 წლის მეთევზე, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა.

ქარის სიჩქარე, რომელიც გუშინ ღამით ხალკიდიკის დაატყდა თავს, 100კმ/სთ-ზე მეტი იყო. ეს ნამდვილად დაუჯერებელი მაჩნევებელია ამ ტერიტორიისთვის.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილია კიდევ 6 ადამიანი, რუმინელი ქალი, 8 წლის შვილთან ერთად და რუსი მამაკაცი, 2 წლის შვილთან ერთად.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქარმა 8 წლის ბიჭი ჰაერში აიტაცა და მოპირდაპირე მხარეს შუშებს ძალიან ძლიერად მიანარცხა. ხოლო რუსი მამაკაცი და ბავშვი ხეებს შორის მოყვნენ.

ასევე დაღუპულია 70 და 72 წლის ცოლ-ქმარი, ჩეხეთის რესპუბლიკიდან.

იხილეთ განადგურებული ხალკიდიკი ხედა ხედით:

onalem

ტესტ