fbpx
საზოგადოება

კლიმატური ფენომენი “ლეანდრო” საბერძნეთში – ითოვებს ატიკის რეგიონშიც კი

საბერძნეთში კლიმატური ფენომენის “ლეანდროს” გააქტიურებამ ტემპერატურის საგრძნობლად დაცემა გამოიწვია. როგორც მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, უკვე თოვს ფლორინასა და პარნითაზე და რამდენიმე საათში მოთოვს ჯერ დასავლეთ, ხოლო შემდეგ ცენტრალურ მაკედონიაშიც.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, თოვლი მოვა პარასკევს დილის საათებში ატიკის მთიან ტერიტორიებზე, თუმცა, დღის ბოლოსთვის ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

მიუხედავად ამისა, ფენომენი კვლავ გააქტიურდება შაბათ-კვირას და გამოიწვევს ძლიერ სიცივეს ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში, ატიკაში თოვლი ისევ მოსალოდნელია შაბათს შუადღიდან კვირას შუადღემდე პერიოდში.

დღეს, 14 იანვარს, მოსალოდნელია პერიოდული მოღრუბლულობა, არსებობს ხანმოკლე წვიმის შანსიც. ატიკის რეგიონში ჰაერი მხოლოდ 13 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება საღამოს საათებში და პერიოდული წვიმა, ხოლო მთიან რეგიონებში თოვლი.

მეცოვო:

ტრიკალა:

onalem

ტესტ