fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ახალჩამოსულმა ემიგრანტმა უსინათლო მოხუცები სიკვდილს გადაარჩინა

შემთხვევა კუნძულ ხიოსზე, გასულ ღამეს მოხდა. ორი უსინათლო მოხუცი საბერძნეთში ახლახანს ჩამოსულმა ემიგრანტმა, რომელიც თავშესაფრის საბუთის მოლოდინშია, სიკვდილს გადაარჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცი ცოლ-ქმარი, თურქეთიდან ხიოსზე დასასვენებლად ჩამოვიდა, ორივე მათგანი უსინათლოა და კუნძულის პორტში სეირნობისას წყალში გადავარდნენ. სწორედ ამ დროს იმყოფებოდა იქ ავღანელი ემიგრანტი, რომელის რამდენიმე წამში, უყოყმანოდ გადახტა წყალში მათ გადასარჩენად. აღსანიშნავია, რომ ინციდენტისას ბნელოდა და წყალში რაიმეს გარჩევა რთული იყო.

პორტის სანაპირო დაცვა იტყობინება, რომ უსინათლო მოხუცები ავღანელმა მამაკაცმა უვნებლები ამოიყვანა წყლიდან და მათ საავადმყოფოში გადაყვანაც კი არ დასჭირდათ. ისინი თავიანთ სასტუმროში დაბრუნდნენ.

onalem

ტესტ