fbpx
საზოგადოება

თამთა ევროვიზია 2019-ზე კვიპროსის სახელით იმღერებს!

დადასტურებული ინფორმაციით, რომელსაც კვიპროსის ტელევიზია RIKა ვრცელებს, თამთას ევროვიზია 2019-ზე ვიხილავთ. ის კვიპროსის სახელით იმღერებს!

ამ დრომდე ის ჟურნალისტებთან თავს არიდებდა ზუსტად ეთქვა, იმღერებდა თუ არა კონკურსზე, რომელსაც თვალს მთელი მსოფლიო ადევნებს. თუმცა, ახლა ვიცით, რომ ჩვენს საგულშემატკივრო სიას თამთა აუცილებლად შეემატება.

როგორც ჩანს, კვიპროსი ელენი ფურეირას მე-2 ადგილს არ სჯერდება და ევროვიზიის მოგებას კვლავ ბერძნული ესტრადის ვარსკვლავის საშუალებით ცდილობს.

სიმღერა, რომელსაც ის წარადგენს არის “Replay”.

onalem

ტესტ