fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხანძრის გამო მოსახლეობა ევაკუირებულია – სახანძრო ბრიგადები გაძლიერებულად მუშაობენ

საჰაერო და სახმელეთო ძალები გაძლიერებულად მუშაობენ გამძვინვარებული ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც სითონიას საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა, ხალკიდიკიში. სითონიას ვიცე-მერი, კიპარისის დებლასი, CNN Greece-თან საუბრისას უკონტროლო ხანძრის შესახებ ჰყვება.

“ხანძარი დიდი და უკონტროლოა. ძალიან ძლიერი ქარი უბერავს. მუშაობს როგორც მიწისზედა, ასევე საჰაერო ძალები. საკმაოდ რთული სიტუაციაა, ” – განაცხადა ბატონმა დებლასიმ, რომელიც რეგიონში იმყოფება წინა პლანზე, სადაც ცეცხლი ყველაზე მეტად მძვინვარებს.

შეკითხვაზე, არსებობდა თუ არა მანდატი მოსახლეობის ევაკუაციაზე, მან თქვა, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს ასეთი ბრძანება, თუმცა კამბოს დასახლების ზოგიერთი მაცხოვრებელი გააფრთხილეს, რომ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები სიფრთხილისა და პრევენციის მიზნით.

“ჯერჯერობით არავითარი განკარგულება არ არის მოსახლეობის სრულ ევაკუაციაზე. ჩვენ, პრევენციის მიზნით, გავაფრთხილეთ კამპოს ზოგიერთი მაცხოვრებელი სახლების დატოვებაზე, მაგრამ ამჟამად, სერიოზული საფრთხე და ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს,” – თქვა მან.

“თუმცა, ჰაერი სავსეა მძიმე კვამლით, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ, ” – დაამატა მან და აღნიშნა, რომ “ხანძრის წინა ხაზი საკმაოდ დიდია”.

 

 

onalem

ტესტ