fbpx
საზოგადოება

ხანძარი ევიაში – სამაშველო ვერტმფრენის ეკიპაჟმა ცეცხლის კერამდე მისვლა ვერ შეძლო

ათენი-მაკედონიის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ევიაში ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც, საჭირო გახდა ადგილზე კიდევ რამდენიმე სახანძრო ბრიგადის მობილიზება.

მეხანძრეების განცხადებით, ცეცხლი დასახლებულ ადგილებს არ ემუქრება, ვინაიდან სახლებიდან საკმაოდ შორს არის.

ამ წუთებში მუშაობს 34 მეხანძრე, 17 მანქანით. ძლიერი ქარის გამო ვითარება რთულდება და როგორც კი ამინდი შესაძლებლობას შექმნის, საქმეში ჩაერევა საჰაერო ძალებიც.

ცნობილია, რომ ვერტმფრენმა, რომელიც მათ დასახმარებლად გაემართა, ხანძრის ტერიტორიამდე მისვლა ვერ შეძლო და უსაფრთხოების მიზნით ბაზაზე დაბრუნდა.

onalem

ტესტ