fbpx
კრიმინალი

უცხოელი ტურისტი ირწმუნება, რომ კრეტაზე უცნობმა პირმა გააუპატიურა

გერმანელი ტურისტი პოლიციის განყოფილებაში ალკოჰოლის საკმაოდ ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მივიდა და გაუპატიურების შესახებ საჩივარი შეიტანა.

კერძოდ, 30 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ინციდენტი კვირას, დილის საათებში მოხდა. ის კრეტაზე სამი დღის მანძილზე იმყოფებოდა და მალიას ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბარში ერთობოდა.

როგორც მან პოლიციის ოფიცრებს უთხრა, უცნობი მამაკაცი წამოეწია და გააუპატიურა. ის მაშინვე ΠαΓΝΗ-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა გამოკვლევები ჩაუტარდეს და დანაშაული გამოიკვეთოს.

პოლიცია ცდილობს საქმის ყველა ასპექტი ფრთხილად გამოიძიოს, რათა დადგინდეს საჩივრის სანდოობა.

აღსანიშნავია, ხშირ შემთხვევებში ტურისტები, გარკვეული თანხის მისაღებად, მსგავსი ინციდენტების შესახებ ცრუ საჩივრებს წერენ.

 

onalem

ტესტ