fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თურქეთში ქართველი ემიგრანტის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ქართველი ემიგრანტის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთში, დღეს დილით, საქართველოს მოქალაქის 34 წლის ელენე გოკაძის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის, წამებით თანაუბნელმა, ყრუ-მუნჯმა კაცმა მოკლა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გრძელდება.

34 წლის ემიგრანტის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო იზრუნებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრაბზონში საქართველოს საკონსულო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია და ცხედრის საქართველოში გადმოსვენების შესახებ მუშაობს.

ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

onalem

ტესტ