fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ ორი არალეგალი სამკურნალო მცენარეების შეგროვებისთვის დააკავა

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, სამშაბათს ორი პირი ჩრდილოეთ საზღვართან მცენარეების უკანონო შეგროვებისთვის დააკავეს.

დაკავებულები ალბანეთის მოქალაქეები არიან, 20 და 22 წლის. მათ 16 კილოგრამი მცენარე დაკრიფეს, რომელიც ჩვეულებრივ ხველისა და ფილტვების სხვადასხვა დაავადებებისთვის გამოიყენება. ორივე ახალგაზრდა ასევე ბრალდებულია ალბანეთიდან საბერძნეთში უკანონო შემოსვლაში.

საბერძნეთის ეს ტერიტორია ცნობილია, როგორც სამკურნალო მცენარეებით მდიდარი ადგილი. ისინი ტრადიციულად სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენება, თუმცა საბერძნეთში არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული მცენარეების შეგროვებას აქვს გარკვეული ლიმიტი. მათი კრეფა ნებადართულია ყოველ სეზონზე მხოლოდ რამდენიმე კვირით, 2 კილოგრამი 1 ადამიანზე, წელიწადში.

იმ შემთხვევაში თუ დაკავებულებს დანაშაული დაუმტკიცდებათ, 1 წლიანი პატიმრობა ელით.

onalem

ტესტ