fbpx
საზოგადოება

თავდასხმა ფსიხიკოში მდებარე საგადასახადო სამსახურზე (ვიდეო)

ანტი-ავტორიტარული დაჯგუფების წევრები გასულ ღამეს ფსიხიკოში მდებარე საგადასახადო სამსახურს დაესხნენ თავს. ისინი ჩაქუჩებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი და სერიოზული მატერიალური ზარალი გამოიწვიეს.

მათ ვიდეო სწორედ თავიანთ გვერდზე ატვირთეს, სადაც ჩანს, რომ შეიარაღებულები კოორდინირებულ თავდასხმას ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა დილის 05:30 საათზე მოხდა და ისინი არავის შეუნიშნავს.

შემდეგ მათ კიფისიაში, ისრაელის საელჩოს მიაღწიეს და მატერიალური ზარალი იქაც გამოიწვიეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი გაქრნენ.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა ანტი-ავტორიტარული დაჯგუფება საგადასახადო სამსახურს ესხმის თავს. პირველი გასული წლის ოქტომბრში მოხდა.

onalem

ტესტ