fbpx
პოზიტივი

ტაქსისტმა ტურისტებს საფულე დაუბრუნა, რომელშიც 3,000 ევრო იდო

გასაოცარია, მაგრამ სამყაროში სასწაულები ჯერ კიდევ ხდება. პატიოსნება ადამიანებში არ გამქრალა. ბერძენმა ტაქსის მძღოლმა ფრანგი ტურისტების წყვილი ნამდვილად გააოცა, როდესაც ფულით სავსე საფულე დაუბრუნა, რომელიც მათ მისი მანქანის სალონში დარჩათ.

კერძოდ, 32 წლის იანის კიპრიოტისი, ჩვეულებისამებრ, მოემსახურა ტურისტებს და ისინი პირეოსის პორტში მიიყვანა. შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მის მანქანაში ფრანგ წყვილს საფულე დარჩა, რომელშიც ფული, საკრედიტო ბარათები და საბუთები იდო.

მისი თქმით, მოიხედავად იმისა, რომ ძალიან მწირი შემოსავალი აქვს, ერთხელაც არ გაუფიქრებია, დაებრუნებინა თუ არა საფულე.

ამავე დროს, ფრანგებმა აღმოაჩინეს, რომ საფულე დაკარგეს და პანიკაში ჩავარდნენ, რადგან ფულთან ერთად იქ ბილეთებიც ედოთ.

როცა ტაქსის მძღოლმა გააცნობიერა, რომ საფულე მათ ეკუთვნოდა, დაბრუნდა და მათ მოსაძებნად ადვოკატს მიმართა.

ფრანგებს მალევე მიაგნეს და ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ, რომ დანაკარგი დაიბრუნეს.

იანის კიპრიოტისი ამბობს: ”როდესაც საფულე გადავეცი, მადლობა მთელი გულით გადამიხადეს და მითხრეს, რომ ეს ფაქტი საბერძნეთში მოგზაურობიდან საუკეთესო მოგონებად დარჩებოდათ.”

onalem

ტესტ