თამთა – როგორი იმიჯი აქვს მას ახალ მიუზიკლში “Cabaret”
ცნობილი მიუზიკლი “Cabaret” ათენში, თეატრ “Παλλάς”-ში იქნება წარმოდგენილი. მთავარ როლებში არიან თამთა და ტაკის ზახარატოს. ისინი სცენაზე ერთად მოგვევლინებიან.
აქ ორი მთავარი გმირია – კობერი, რომელის როლსაც ტაკის ზახარატოსი შეასრულებს და და სალი ბოულსი, რომელსაც თამთა განასახიერებს.
წარმოდგენაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: კატერინა დიდასკალუ, ევთიმის ზისაკის, დიმიტრა ლიმნიუ და სხვა.
ასევე, ათკაციანი ცოცხალი ორკესტრი, ალექსის პრიფტის ხელმძღვანელობით.
“Cabaret-ს” თეატრში “Παλλάς” 2018 წლის 7 თებერვალს ვიხილავთ, შეზღუდული რაოდენობის წარმოდგენებით.
გავრცელდა ფოტოები, როგორ გამოიყურება თამთა მომავალი წარმოდგენებისთვის. იმიჯის ცვლილება არის ის, რაც მას ნამდვილად არ აშინებს.