fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ელენა პაპარიზუმ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელენა პაპარიზუს სთავაზობდნენ, ევროვიზია 2018-ზე კვიპროსის სახელით გამოსულიყო. ბერძენმა ვარსკვლავმა წინადადებაზე უფიციალურად განაცხადა უარი.

კვიპროსული მედია იუწყება, რომ პაპარიზუსთან მოსალაპარაკებლად და მის დასარწმუნებლად კვიპროსიდან ათენში უამრავი პროდიუსერი თუ წარმომადგენელი ჩავიდა, მაგრამ ამაოდ.

ელენას გულშემატკივართა კლუბის წევრები ამბობენ, რომ მას კონკურსისთვის დაწერილი სიმღერა ძალიან მოეწონა, თუმცა ის ევროვიზიაზე გამოჩენისთვის მზად არ არის, სწორედ ასე ხსნის ის თავის უარს.

პაპარიზუმ ევროვიზია 2005 წელს მოიგო, სიმღერით “My Number One”.

2018 წლის კონკურსი კი ლისაბონში, 8, 10 და 12 მაისს გაიმართება.

onalem

ტესტ