fbpx
საბერძნეთი

სტავროს ნიარხოს ფონდი საბერძნეთის სახანძრო სამსახურს 25 მილიონ ევროს გადაურიცხავს!

მეხანძრეები ის გმირები არიან, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში არ დანებდნენ და ვისი დამსახურებითაც უამრავი ადამიანი, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ატიკის ხანძარს გადაურჩა. ცნობილი გახდა, რომ მათი შეუფასებელი შრომის და თავგანწირვის გამო, სტავროს ნიარხოს ფონდი საბერძნეთის სახანძრო სამსახურს 25 მილიონ ევროს გადაურიცხავს.

თანხა პირველ რიგში მოხმარდება აღჭურვილობის და სხვადასხვა ტექნიკის შეძენას, ასევე გადამზადებას და სასწავლო ღონისძიებებს.

როგორც ანდრეას დრაკოპულოსი აცხადებს: “ჩვენი გადაწყვეტილება, რომ გავაძლიეროთ სახანძრო სამსახური, გამომდინარეობს ეროვნული ტრაგედიიდან. აღნიშნულ საქველმოქმედო ქმედებას წინ უძღვოდა სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც ჩვენი მხრიდან ხშირად ხორციელდება, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ და სწრაფ პრევენციას. ეს ყველაფერი ეფუძნება სოციალურ და პოლიტიკურ კონსესუსს და ასევე სიმბოლურია იმ მხრივ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე. ასეთი კატასტროფები დამაბინძურებელია, ჩვენ კი გვაქვს იმედი…იმედი, რომელიც ჩვენს კაცობრიობაში ჯერ კიდევ არის.” 

onalem

ტესტ