fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 14 წლის გოგონა, ხრისტინა, რომელიც ავარიაში მძიმედ დაშავდა, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

პატრასში 14 წლის ხრისტინას მშობლებმა ურთულესი გადაწყვეტილება მიიღეს – გოგონას ორგანოებს სხვა ადამიანებს გადაუნერგავენ, რომელთაც ისინი სასიცოცხლოდ სჭირდებათ. როგორც ცნობილი გახდა, მოზარდი 9 ივლისს მოტოციკლით სერიოზულ ავარიაში მოჰყვა, მეგობართან ერთად, რომელიც ასევე დაშავდა, მაგრამ გადარჩა.

არსებული ცნობებით, 14 წლის გოგონა სამი კვირის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ საბოლოოდ, მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმებმა მშობლებს მდგომარეობის შესახებ შეატყობინეს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შვილის ორგანოები გასცეს და სხვა ადამიანების სიცოცხლე იხსნან.

ხრისტინას ორგანოები: ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და თვალის რქოვანა გადაენერგებათ ადამიანებს, რომლებიც დონორის რიგში უკვე დიდი ხანია დგანან, ათენში, ავსტრიასა და იტალიაში.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის გოგონას ოჯახს გამოჩენილი სულგრძელობისთვის.

onalem

ტესტ