fbpx
საბერძნეთი

ცხელი შაბათ-კვირა, მაგრამ გვალვის გარეშე – ტემპერატურა უქმეებზე 35-37 გრადუსს არ გადააჭარბებს

საბერძნეთში ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო და გვალვის ტალღა წარსულს ჩაბარდა. 45 გრადუსის შემდეგ ტემპერატურა 35 გრადუსამდე იკლებს და როგორც სინიპტიკოსები გვპირდებიან, მიმდინარე უქმეები ცხელი იქნება, მაგრამ არა იმდენად შემაწუხებელი, როგორც აქამდე იყო.

პროგნოზის მიხედვით, ტემპერატურა ჩრდილოეთ საბერძნეთში იმერყევებს 18-დან 35 გრადუსამდე, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში 37 გრადუსამდე აიწევს, 23-დან 33 გრადუსამდე კიკლადესის კუნძულებსა და კრეტაზე, ხოლო დოდეკანესის კუნძულებზე ჰაერი 26-დან 32 გრადუსამდე გათბება.

ქარი გაძლიერდება ეგეოსის ჩრდილო-დასავლეთით, 6 ბალამდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში 4 ბალამდე იქნება.

ატიკის რეგიონში ტემპერატურა 35 გრადუსს არ გადააჭარბებს, ხოლო ხვალ 37 გრადუსი დაფიქსირდება.

onalem

ტესტ