fbpx
საბერძნეთი

ათენი: უსაფრთხოების გაზრდილი ზომები ”პოლიტეხნიოს დღეს”

საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, ”პოლიტეხნიოს დღის” 43-ე წლისთავთან დაკავშირებით ათენის ცენტრში პერიოდულად გადაკეტილი იქნება გზები.

კერძოდ, ალექსანდრას, პატისიონის და ვასილისის სოფიას გამზირები, ასევე მიმდებარე ქუჩები.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიებზე გადაადგილებისგან და ასევე მიმართავს თხოვნით, ნუ დააყენებენ მანქანებს.

პოლიცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოლიტეხნიოსა და ამერიკის საელჩოს ტერიტორიებზე.

მეტროსადგურები ”Megaro” ”Syntagma” ”Evangelismos” დახურული იქნება 17:00 საათიდან მარშის დასრულებამდე.

onalem

ტესტ