სროლა ათენის პოლიციის განყოფილებასთან: პატიმარი მანქანიდან გაიქცა

დღეს ათენის ცენტრში, ერთ-ერთ პოლიციის გაყოფილებაში საგანგაშო მდგომარეობა და პანიკა შეიქმნა.  ANT1-ის ინფომაციით, ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც საბერძნეთის პოლიციას პატიმარი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდა, მას კი მანქანაში მხოლოდ ერთი მცველი ახლდა თან. დამნაშავემ სწორედ ამ შემთხვევით ისარგებლა.

მან, როდესაც განყოფილებას მიუახლოვდნენ, პოლიციის მანქანის კარი გააღო და გაიქცა. იქვე მჯდომმა ოფიცერმა თავდაპირველად ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. თუმცა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და გაფრთხილების მიზნით ჰაერში სროლა დაიწყო.

პოლიციელს მალე კოლეგები შეუერთდნენ და გაქცეული პატიმარი კვლავ დააკავეს.

melano

ტესტ