fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

”სიყვარულის სადილი” ბნელ ათენში

საბერძნეთში მიმდინარე კრიზისის ყველაზე ცუდი შედეგი ხალხის მასობრივი გაღარიბებაა. უამრავი ადამიანი საბერძნეთის ქალაქების ქუჩებში ცხოვრობს. ეს მათთვის ნამდვილად ბნელი ცხოვრებაა ათენში.

ზოგიერთი ადამიანი მიმდებარე ბაღების, პარკების და ნანგრევების მაცხოვრებელი გახდა მაშინ, როცა ბევრი სახლი სრულიად ცარიელია. ისინი არც იყიდება, იმიტომ, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე რეალური მყიდველი არ არსებობს.

ბოლო 2,5 წლის მანძილზე თისიოს ტერიტორიაზე იკრიბება უსახლკარო ადამიანთა მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც ყოველ სამშაბათს მათ წვნიანითა და ტანსაცმლით შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს.

უკანასკნელ პერიოდში ამ ინიციატივამ ბევრი ადამიანი მიიზიდა და ახალი სახელი ”სიყვარულის სადილი” დაერქვა.

”სიყვარულის სადილის” გუნდის წევრებმა უკვე ყველა უსახლკარო ადამიანის სახელი იციან და მადლიერებამ და ზრუნვამ მათი ურთიერთობა მეგობრობად გადააქცია.

3 საათის მანძილზე გჯუფი 75-მდე ადამიანს აძლევს საკვებს და სხვა ნივთებს, რომლებიც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეებისგან და ასევე მეწარმეებისგან გროვდება.

”ძალიან კარგია, როდესაც იცი, რომ არსებობს ვიღაც, ვინც შენზე ზრუნავს. მე მინდა ეს ინიციატივა არა მხოლოდ ათენში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს. რასაც ჩვენ ვაკეთებთ მინიმალურია და ეს არ შეიძლება ბევრი იყოს. მე არ შემიძლია ჩვეულებრივად შევხედო ფაქტს, რომ ადამიანები ქუჩაში ცხოვრობენ. არ შეიძლება ვინმე გულგრილად მოეკიდოს ამ საკითხს,” ამბობს გუნდის ერთ-ერთი წევრი.

onalem

ტესტ