fbpx
კრიმინალი

სისხლიანი ინციდენტი იმიგრანტებს შორის 90 ევროს გამო!

კუნძულ ლესვოსზე იმიგრანტების ბანაკში შიდა დაძაბულობას ბოლო არ უჩანს. ყოველდღიურად ადამიანები იტანჯებიან არა მხოლოდ საშინელი სოციალური პირობებით, არამედ დაპირისპირებებით და შიშით, რომ მათ მათივე თანამემამულე შეიძლება დაესხას თავს.

გასულ კვირას ერთ-ერთ იმიგრანტს თავს ოთხი მამაკაცი დაესხა და დანით სერიოზული ჭრილობები მიაყენა, იმისთვის, რომ 90 ევრო წაერთმიათ.

ინციდენტის შესახებ მიტილინის პოლიციის განყოფილებაში საჩივარი შევიდა, რის გამოც, 25 წლის ახალგაზრდის დაჭრისა და გაძარცვის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს.

პოლიცია მუშაობს, რათა დანარჩენი სამი თავდამსხმელის ვინაობაც დაადგინონ.

onalem

ტესტ