fbpx
კრიმინალი

ათენის აეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 34 შეკვრა კოკაინი გადაყლაპა

ათენის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს 36 წლის მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში სან-პაულუდან რომის გავლით ჩამოვიდა. ის ცდილობდა ქვეყანაში თავისუფლად შემოსულიყო, თუმცა, სასაზღვრო პოლიციამ შემოწმების შედეგად დააპატიმრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრაზილიის მოქალაქეა და 34 შეკვრა კოკაინი ჰქონდა გადაყლაპული.

კოკაინის საერთო წონა 1.4500 გრამია. მას პარალელურად აღმოუჩინეს 1.000 დოლარი და ჩამოართვეს მობილური ტელეფონი.

ბრაზილიელი მამაკაცი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ