fbpx
საზოგადოება

პონტიელი ბებო, რომელიც თესალონიკში დააკავეს, მძარცველის ხელში აღმოჩნდა

პონტიელი ბებოს დაუჯერებელ ისტორიებს დასასრული არ აქვს. 90 წლის სუზანა საზოგადოებისთვის ცნობილი გასულ მარტში გახდა, როდესაც პოლიციამ სახლის ჩუსტებით უკანონოდ ვაჭრობის ბრალდებით დააკავა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ქალი, რომელსაც დაკისრებული ჯარიმის გადახდაც კი უჭირდა, მძარცველის ხელში აღმოჩნდა.

როგორც ის ჰყვება, გუშინ შუადღის 12 საათისთვის, სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო. შემდეგ კარიდან გაიხედა და დაინახა შენიღბული მძარცველი, რომელსაც ერთ ხელში ყალბი იარაღი, ხოლო მეორეში სახრახნისი ეკავა, რომლითაც კარის გაღებას ცდილობდა.

90 წლის სუზანა ცდილობდა კარს მისწოლოდა და დამნაშავე სახლში არ შემოეშვა. მას მეუღლეც დაეხმარა და შემდეგ მეზობლების დაუძახეს. მძარცველი პარალელურად მათგან ძვირფასეულობას ითხოვდა, მაგრამ ხმაურის გამო მალევე დაპანიკდა და ადგილიდან გაიქცა.

onalem

ტესტ