fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციამ 20 და 26 წლის ახალგაზრდა ბინების ძარცვის ბრალდებით დააკავა

5 წლის შემდეგ, საბერძნეთის პოლიციამ ორი ახლაგაზრდა მამაკაცი დააპატიმრა. ისინი არიან 20 და 26 წლის ბიჭები. იდენტიფიცირებულია მათ მიერ 2013 და 2017 წლებში ჩადენილი 11 სახლის და ორი მანქანის ქურდობა.

საბერძნეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ თივაში ისინი სახლებს 2013 წლის პირველ ნახევარსა და 2017 წლის მაისიდან ივნისის ჩათვლით ქურდავდნენ. თუმცა, არც მანქანების გატეხვაზე ამბობდნენ უარს.

ორივე მამაკაცი პოლიციის მიერ ჩატარებული გრძელვადიანი გამოძიების შედეგად დააკავეს. ასევე მუშაობენ იმის დასადგენად, გაქურდეს თუ არა მათ, აღნიშნული 11 სახლის და ორი მანქანის გარდა, სხვა სახლები და მანქანები გასული 5 წლის მანძილზე.

მათი ძირითადი სამიზნე აივნიანი სახლები იყო და შიგნით ფანჯრების გატეხვის შემდეგ შედიოდნენ. ისინი იპარავდნენ ყველაფერს, რაც კი ხელში ხვდებოდათ: ძვირფასეულობას, ფულსა და ძვირადღირებულ ტექნიკას.

onalem

ტესტ