fbpx
მეცნიერებაჯანმრთელობა

საბერძნეთში აღმოაჩინეს გენი, რომელიც გულს დაავადებებისგან იცავს

მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან ბერძენი მოქალაქეების სხეულში აღმოაჩინეს გენი, რომელიც მათ გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ სამზარეულოს არ შეიძლება სასარგებლო ეწოდოს, ბერძნებში გულის შეტევებისა და დაავადებების რიცხვი იმაზე დაბალია, ვიდრე მთლიანად ევროპის საშუალო მაჩვენებელი.

მკვლევარებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ ეს უცნაური შემთხვევა, როდესაც ადამიანები მიირთმევენ მაღალკალორიულ საკვებს და მიუხედავად ამისა, გულსისხლძარღვთა დაავადებების დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც აღმოჩნდა ყველაფერი სპეციალურ გენს უკავშირდება, რომელიც აქვს ყველა ადამიანს, რომელიც კუნძულ კრეტაზე დაიბადა. გენი არა მხოლოდ ამცირებს გულის შეტევებისა და ინსულტის რისკს, არამედ ქოლესტერინის კონცენტრაციას სხეულში.

გენის ამ თვისებების შესწავლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მედიცინის და თანამედროვე მეთოდების განვითარებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული საშიში დაავადებები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტესტირებისას ევროპის მასშტაბით მხოლოდ იტალიაში, ერთ ადამიანს აღმოაჩნდა აღნიშნული გენი.

onalem

ტესტ