fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთში 24 წლის დასაქმებული თვეში მხოლოდ 380 ევროს გამოიმუშავებს

გაზეთ Kathimerini-ის ინფორმაციით, საბერძნეთში დასაქმებული 24 წლის ახალგაზრდები თვეში საშუალოდ 380 ევროს გამოიმუშავებენ, ხოლო 18 წლის ახალგაზრდები მხოლოდ 265 ევროს.

აღნიშნული მონაცემები წარდგენილია EFKA-სა და IKA-ს მიერ და აჩვენებს, რომ იმისთვის, რომ ბერძენი მოქალაქის ხელფასი ოთხი ციფრისგან შედგებოდეს, მან თითქმის 50 წელს უნდა მიაღწიოს.

კერძო სექტორში დასაქმებული 24 წლის ბერძენი თვეში საშუალოდ 380 ევროს იღებს, ხოლო 18 წლის ახალგაზრდა, თუკი მას საერთოდ აქვს სამსახური, მხოლოდ 265 ევროს უნდა სჯერდება.

წარმოდგენილ განცხადებაში, დასაქმებულები იყოფიან ასაკობრივ ჯგუფებად. IKA-ში რეგისტრირებულია 2 მილიონი დასაქმებული პირი.

1) 15-19 წელი – 2009 წელს ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები საშუალოდ 548 ევროს გამოიმუშავებდნენ, რაც ნიშნავს, რომ მათი ამჟამინდელი ხელფასი 42%-ითაა შემცირებული.

2) 20-24 წელი – მათი ხელფასი 454 ევროდან 381 ევრომდე შემცირდა (42%).

3) 25-29 წელი – საშუალო ხელფასი 606 ან 509 ევრო. გამომდინარე იქიდან, რომ არასრულ განაკვეთზე მუშაობის ტენდენცია გაიზარდა, მათი ხელფასები 36,49%-ით შემცირდა.

4) 30-34 წელი – 2009 წელს ამ ასაკობრივი ჯგუფის ბერძენი საშუალოდ 1,146 ევროს იღებდა, 2016 წლის ივნისიდან კი ეს რიცხვი 31%-ით შემცირდა,  785,82 ევრომდე.

5) 35-39 წელი – ახლა მათი საშუალო ხელფასი 796 ევროა, ხოლო ეკონომიკურ კრიზისამდე ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა თვეში 1,310 ევროს გამოიმუშავებდა.

onalem

ტესტ