fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთის სახელმწიფო ვალი 326,5 მილიარდ ევრომდე გაიზარდა

საბერძნეთის ცენტრალური მთავრობის ვალი, რომელიც 2017 წლის დეკემბერში 326, 258 მილიარდ ევროს შეადგენდა, მარტში 326, 528 მილიარდამდე გაიზარდა. მონაცემები პარასკევს, სახელმწიფო ვალის მართვის სააგენტომ გამოაქვეყნა.

მთავრობის ფულადი რეზერვი დეკემბერში 2,791 მილიარდ ევროს შეადგენდა, ხოლო მარტში 2,908 მილიარდ ევროს.

მთლიანი ვალის ერთი მესამედი (67,6%) ცვლადი საპროცენტო განაკვეთია. მთავრობას სურს, რომ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ”დაბლოკოს”, ახალი ვალის პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში, ის დაცული იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში საპროცენტო განაკვეთის გაზრდის რისკისგან.

საერთო დავალიანებებიდან კი 56,6 მილიარდი ევროა სახელმწიფო ობლიგაციები, ხოლო 14,9 მილიარდი ევრო ფასიანი ქაღალდები. საერთო ჯამში, 254,9 მილიარდი ევროა სესხები, ევროპის სტაბილურობის მექანიზმიდან, რომელიც ქვეყანამ ეკონომიკური სამაშველო გეგმის საფუძველზე მიიღო.

სახელმწიფო ვალის საშუალო ხანგრძლივობა 18-19 წელია, მაგრამ მთავრობა ცდილობს ვალის რესტრუქტურიზაციას და ვადის გაგრძელებას.

2017 წელს სესხებისა და ობლიგაციების გადასახადი დაახლოებით 8,5-9 მილიარდ ევროს შეადგენს. ვალის საშუალოვადიანი დაფარვის გეგმის მიხედვით, 2017 და 2018 წლებში საჯარო ვალი 319-320 მილიარდ ევრომდე უნდა შემცირდეს.

onalem

ტესტ