fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთის პოლიციამ გარდაცვლილი 7 წლის ბიჭის მშობლები დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ დაკარგული 7 წლის ბიჭის მშობლები დააკავა, რომელიც 21 ივლისს სკარამაგას ტერიტორიაზე ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის გვამი ნავსადგომთან აღმოაჩინეს, იმ ბანაკთან ახლოს, რომელშიც სირიელი ოჯახი ცხოვრობდა.

7 წლის ლტოლვილი ნურიან მუჰამედი 21 ივლისს დღის 13:30 საათზე დაიკარგა და მისი ოჯახი და სხვა ლოტლვილები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. დილით კი მამამისმა პოლიციას შეატყობინა.

22 ივლისს შუადღეს ტელეკომპანია  ANT1-ზე განაცხადეს, რომ გვიან ღამით მშობლებმა ბიჭის სხეული ზღვაში იპოვეს.

ხელისუფლებამ ბავშვის მშობლების დაპატიმრების ორდერი გასცა, ვინაიდან მათ არასრულწლოვანი საფრთხეში ჩააგდეს. ისინი პროკურორის წინაშე წარსდგნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ვერ ხსნიან, თუ როგორ აღმოჩნდა ბავშვი ზღვაში. შემთხვევას სანაპირო დაცვა და ელეფსინას პორტის ხელმძღვანელობა იძიებს.

გვამის პირველადი შემოწმებისას დადასტურდა, რომ ბავშვი დაიხრჩო. თუმცა, ექსპერტიზა ორშაბათამდე გაგრძელდება.

onalem

ტესტ