fbpx
კრიმინალი

კრეტა: ორი მამაკაცი კულტურული მემკვიდრეობის ქურდობისთვის დააკავეს

კრეტაზე, ქალაქ ხანიაში 2 პირი კულტურული მემკვიდრეობის ქურდობისთვის დააკავეს.

ჩეხეთის მოქალაქეები არქეოლოგიურ ადგილებში უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, ჰქონდათ რუკები და გარკვეული მოწყობილობები.

როგორც კრეტას მედია იტყობინება, დამნაშავეებმა გადაწყვიტეს, რომ კულტურული მემკიდრეობა ადგილიდან ”მოეჭრათ”.

შედეგად ორი, 33 და 35 წლის მამაკაცი კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისა და ქურდობისთვის დააკავეს.

ტერიტორიის დაცვამ აღმოაჩინა, რომ უცნობი პირები ნებართვის გარეშე თხრიდნენ არქეოლოგიურ ადგილებს.

მათ პოლიცია გამოიძახეს და საგანძურზე მონადირეები მაშინვე დააკავეს. აღმოჩენილი და ჩამორთმეულია თიხის ნაკეთობები, ბრინჯაოსა და სხვადასხვა ლითონის უძველესი ნივთები.

onalem

ტესტ