fbpx
სხვადასხვა

საბერძნეთი: ტემპერატურის მატება მომდევნო დღეებში

საბერძნეთში ზაფხული თითქმის ერთი თვის დაგვიანებით მოვიდა. ახლა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხელი დღეებია მოსალოდნელი. ტემპერატურა 37 გრადუსამდე გათბება და მომდევნო დღეებში შენარჩუნდება.

ჩრდილოეთ საბერძნეთში ტემპერატურა 17-დან 37 გრადუსამდე გათბება, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში 21-დან 35 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთში 17-დაან 34 გრადუსს მიაღწევს.

მომდევნო დღეების მანძილზე საბერძნეთის ტერიტორიაზე დომინანტი იქნება ჩრდილო-დასავლეთის ქარი, მისი ძალა ბუფორტის სკალით 3-5 ბალი.

ათენში კვირის ბოლოს ჰაერი 22-დან 35 გრადუსამდე გათბება.

მზიან ამინდსა და მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები თესალონიკშიც – 22-დან 36 გრადუსი.

onalem

ტესტ