fbpx
საბერძნეთისპორტი

საბერძნეთი: თამაშის მსვლელობისას 18 წლის კალათბურთელი გარდაიცვალა

საკალათბურთო გუნდის ”Αιόλου Ταύρου”-ის კალათბურთელი ვასილის გეორგაროსი საერთაშორისო ცემპიონატზე გამართული მატჩის მსვლელობისას გარდაიცვალა.

თამაშის მეოთხედ ნაწილში 18 წლის კალათბურთელმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩანაცვლება მოითხოვა. სკამზე მჯდომმა გონება დაკარგა. მწვრთნელები და თანაგუნდელები ცდილობდნენ მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ, თუმცა, მისი მდგომარეობა უარესდებოდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

ექიმების მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა სპორტსმენი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

onalem

ტესტ