fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: რომელი საშობაო ნათურები გამოვიყენოთ, რომ მცირე რაოდენობის დენი დავწვათ?!

საშობაო პერიოდში ყველა ოჯახში იდგმება ნაძვის ხე და ყველას სურს მორთოს თავისი სახლი სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ნათურებია, რომლებიც ყველაზე ფერადოვან და მხიარულ დეკორაციად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, რა ჯდება მათი ჩართვა და რამდენ ელექტროენერგიას წვავს ისინი, საკმაოდ საინტერესო საკითხს წარმოადგენს, მაშინ, როცა საბერძნეთში დენი ყველაზე ძვირადღირებული სიამოვნებაა.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ე.წ. LED ნათურები 100-ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას წვავს, ვიდრე ტრადიციული ნათურები. ექსპერტების თქმით, 100 ასეთი ნათურა მხოლოდ 4 კილოვატს წვავს. ხოლო ძველებური სტილის ნათურები, მხოლოდ ერთი ცალი 3-5 ვატს, რაც ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, მათი ჩართვისას დახარჯული ელექტროენერგია ბევრად მეტია.

უფრო მეტი სიზუსტისთვის, პერისტერიში არსებული კვლევითი ცენტრის მიერ შემოთავაზებული მაგალითის მიხედვით, თუ ჩვენ 15 საათის მანძილზე ჩავრთავთ ნათურებს, მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება მხოლოდ 1, 5 ევრო იქნება.

თუკი მთელი თვის მანძილზე 24 საათიან რეჟიმში ჩართული გექნებათ LED ნათურები, საბოლოოდ მოსული გადასახადიდან ნათურების მიერ მოხმარებული დენის ღრებულება მხოლოდ 75 ევრო იქნება.

საბოლოო ჯამში, ექსპერტები გვირჩევენ, რომ შევიძინოთ თანამედროვე ტიპის LED ნათურები, რომლებიც ეკონომიის გარანტიას გაძლევთ!

onalem

ტესტ