fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: როგორ გამოითვლება და როდის ჩაირიცხება საშობაო საჩუქარი?

საბერძნეთის სახელმწიფო სადღესასწაულოდ დამატებით თანხებს კვლავ გასცემს. როგორც ცნობილია, საშობაო საჩუქარი მიმღებ პირებს 21 დეკემბრამდე ჩაერიცხებათ. მოქმედი კანონმდებლობით, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები უფლებამოსილი არიან მიიღონ საჩუქარი, მიუხედავად იმისა, მუშაობენ სრულ თუ ნახევარ განაკვეთზე.

საშობაო საჩუქრის ოდენობის გამოთვლა მთლიანად დამოკიდებულია IKA-ზე და მომსახურების გადასახადებზე. ის გამოითვლება იმის მიხედვით, თუ რამდენია დასაქმებულის ხელფასი, იღებს მას ყოველი თვის ბოლოს თუ ყოველი კვირის ბოლოს.

საშობაო პერიოდი განისაზღვრება 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. სწორედ ამიტომ, დასაქმებულები, რომელთაც აღნიშნულ პერიოდში შეუფერხებლად იმუშავეს, იღებენ იმ რაოდენობის თანხას, რა რაოდენობისაც არის მათი ხელფასი.

ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც დამსაქმებელთან მუშაობა ამ აღნიშნულ პერიოდში შეწყვიტა, იღებენ ბონუსს, რომელიც მათი სამუშაო დროის ხანგრძლივობის შესაბამისია და გამოითვლება ინდივიდუალურად.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო პერიოდში ითვლება ის დღეებიც, რომლებიც დასაქმებულმა ე.წ. საპატიო მიზეზით გააცდინა, (მაგ.: ორსულობა, საზღვარგარეთ წასვლა და .ა.შ).

ამ ელექტრონული აპლიკაციის საშუალებით, დასაქმებულებს აქვთ საშუალება თავად გამოთვალონ საშობაო საჩუქრის რაოდენობა: http://kepea.gr/calc-doro-xristoygennon.php

onalem

ტესტ