fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ვინ არის პოლიციელი, რომელმაც საკუთარი ცოლი, შვილი და სიდედრი მოკლა?!

ტრაგედიამ, რომელიც აგიუ ანარგირუს ტერიტორიაზე დატრიალდა მთელი საბერძნეთში შოკში ჩააგდო. პოლიციელმა საკუთარი ოჯახი ამოხოცა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ის 47 წლის პოლიციელია, რომელმაც 1996 წელს პოლიციის დეპარტამენტი დატოვა და საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კოსტას სიმიტისის პირადი დაცვის თანამშრომელი გახდა. ის სიმიტისს 21 წლის მანძილზე ემსახურებოდა.

პირველადი ინფორმაციით, ხრისტოს ზაპანდიოტისმა მკვლელობა კვირა დღეს ჩაიდინა. ის სიმიტისის იოანინაში ვიზიტის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა და ორი დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

მისი მეუღლე რევმატოლოგი იყო, რომელზეც მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2012 წელს დაქორწინდა, მაგრამ მათი ცხოვრება იოლი არ ყოფილა. ქალის დედას არ მოსწონდა შვილის დაგაწყვეტილება, რომ დაბალი რანგის ოფიცერს მიჰყვებოდა ცოლად, ამის გამო კი მუდმივად უთანხმოება ჰქოდათ. წყვილი მეორე სართულზე, ხოლო ხრისტოს სიდედრი პირველ სართულზე ცხოვრობდა. მამაკაცს სურდა, რომ სახლების მის სახელზე გადაეფორმებინათ და ცოლის კლინიკა პირველ ან მეორე სართულზე მოეწყოთ, რათა შვილთან ახლოს ყოფილიყო. ამბობენ, რომ სიტუაციის დასტაბილურებისთვის, მისი მეუღლე და სიდედრი მათი განშორების საკითხს აყენებდნენ.

ვარაუდების მიხედვით, კვირას ღამით წყვილმა მემკვიდრეობისა და ბინების თაობაზე კვლავ ჩხუბი წამოიწყო. ვინაიდან, სიდედრმა ხმაური გაიგო, მათთან ავიდა და 47 წლის პოლიციელს განქორწინებით დაემუქრა.

ჩანს, რომ სწორედ ამ დროს მამაკაცმა პისტოლეტი ამოიღო და ჯერ გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა, შემდეგ ცოლი და სიდედრი მოკლა. მოგვიანებით კი შვილის საძინებელში შევიდა, სადაც გოგონას ეძინა და თავში ესროლა. დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ის ამ გარემოში იყო. სავარაუდოდ, დაფიქრდა, თუ რა ჩაიდინა და თვი მოიკლა. რაც პოლიციას აკვირვებს არის ის, რომ შვიდი გასროლიდან არცერთის ხმა ირგვლივ არავის გაუგია.

დანაშაული მეორე დღეს ორშაბათს გამოვლინდა, როდესაც სახლში პოლიციელის მეუღლის ნათესავი მივიდა და საზარელი სურათი იხილა.

onalem

ტესტ