როგორი იქნება IPHONE 8

რამდენიმე დღეში Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი კომპანიის ახალ ფლაგმან სმარტფონს წარადგენს. ინტერნეტში ვრცელდება iPhone 8-ის დიზაინისა და ფუნქციების ამსახველი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ქრება home ღილაკი, ასევე იზრდება სმარტფონის ეკრანის ზომა და მისი LCD პანელი OLED პანელით იცვლება. ახალ სმარტფონს ექნება A11 პროცესორი, ახალი ოპერაციული სისტემა, 3D სახის სენსორი, ინფრაწითელი სენსორი. ასევე შეიცვლება კამერის განლაგებაც. გავრცელებული ნახაზების მიხედვით, ახალ სმარტფონის უკაბელოდ დატენვაც იქნება შესაძლებელი.

როგორი იქნება iPhone 8

ნახეთ, სავარაუდოდ, როგორი იქნება iPhone 8

Publié par ტაბულა • Tabula sur mardi 22 août 2017

Apple-მა პირველი თაობის iPhone 10 წლის წინ წარადგინა. მაშინ აღნიშნულმა პროდუქტმა სმარტფონების ბაზარზე გადატრიალება მოახდინა. დღემდე iPhone Apple-ის ბესთსელერია, კომპანიის შემოსავლების ნახევარზე მეტი სმარტფონების გაყიდვიდან მიიღება. გასული 10 წლის მანძილზე მსოფლიოში 1.2 მილიარდი iPhone-ია გაიდული.