fbpx
სხვადასხვა

ქართული სამოსი, რომელიც დღესაც შეგიძლიათ ჩაიცვათ – ინოვაციური “ფაფანაკი”

გვინდა გაგაცნოთ ქართული კომპანია “ფაფანაკი”, რომელიც ქართულ ნაციონალურ სამოსს კერავს, რომლის ტარებაც დღევანდელ რეალობაშიც შეიძლება. სამოსი განსაკუთრებით მაღალი ხარისხითა და თანამედროვე სტილით გამოირჩევა. ამასთანავე, “ფაფანაკის” ტრადიციული კოსტიუმები ამშვენებს საქართველოს აკადემიური ანსამბლ „რუსთავი“-ს დასსა და სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს.

კომპანია მონაწილეობს უამრავ საქველმოქმედო ღონისძებებში, კონგრესებსა და გამოფენა-გაყიდვებში. “ფაფანაკის” შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე შეიძინა ერთგული მომხმარებელი და მათი ნდობა და სიყვარული მოიპოვა.

კომპანიის ორმაგი უპირატესობა არის ის, რომ სამოსი მაქსიმალურად ახლოს არის როგორც ტრადიციულ, ისტორიულ კოსტიუმებთან, ასევე თანამედროვე რეალობასთან და მათთან შეძენილი სამოსი თავისუფლად შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივ დღეებშიც კი.

უნდა აღინიშნოს “ფაფანაკის” უდიდესი წარმატება – 27,28 და 29 მარტს, ტოკიოში გაიმართება Fashion World Tokio. იაპონიაში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 750 კომპანია 40 ქვეყნიდან . მათ შორის არის რამოდენიმე ქართველი წამყვანი დიზაინერიც .

გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ აქამდე არ ჰქონია ქართულ ნაციონალურ სამოსს საშუალება, წარდგენილიყო ასეთი დონის და მასშტაბის ღონისძიებაზე.

რატომ მოხვდა კომპანია ჩვენს ვებ-გვერდზე?! ისინი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გზებს საზღვარგარეთაც იკვლევენ, რაც ნიშნავს, რომ მათი სამოსის შეძენა საბერძნეთშიც შესაძლებელი იქნება. ეს საუკეთესო საშუალებაა თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ორიგინალური საჩუქრის გასაკეთებლად.

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ “ფაფანაკის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/papanakigeorgia/

ან მოგვწერეთ Georgians.gr-ზე:

https://www.facebook.com/georgians.gr/

onalem

ტესტ