fbpx
კრიმინალი

რიხარდომ გათავისუფლების სანაცვლოდ 200, 000 ევრო გადაიხადა!

რიხარდო რამდენიმე საათში თავისუფალი იქნება. მან გირაოს სახით 200, 000 ევრო გადაიხადა და დღეს გაათავისუფლებენ.

დიმიტრის რიხარდო მილონასი ციხეში 2 დეკემბრის შემდეგ იმყოფება, რაც ბრალი დასდეს ოქროთი უკანონო ვაჭრობაში. მასთან ერთად დააკავეს მისი 8 თანამშრომელი, რომელთაც ასევე დღეს გაათავისუფლებენ.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების მიუხედავად, მათ აკრძალული ექნებათ ქვეყნის დატოვება. 

მისი ადვოკატის განცხადებით, მილონასს ბრალი სრულყოფილად ვერ უმტკიცდება, რადგან არ არსებობს კანონი, რომელიც მას ოქროს სხვა ქვეყანაში გადატანის შემთხვევაში რაიმე დღგ-ს გადახდას სთხოვს.

მილონასის საქმე ამით არ იხურება. მტკიცებულებების არასაკმარისობის მიუხედავად, მის სახლიდან ამოღებული ძვირფასეულობა, თანხა და იარაღები ბადებს ეჭვს, მის კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ