fbpx
საზოგადოება

ორშაბათიდან ათენში მოსახლეობას უფასო საკვები და სხვა პროდუქტები დაურიგდება!

გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათიდან, 17 დეკემბრიდან, საბერძნეთის დედაქალაქში მოსახლეობას საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები უფასოდ დაურიგდება.

აღნიშნული პროცესი 6 კვირის მანძილზე გაგრძელდება და საბოლოოდ 22 იანვარს დასრულდება. მოსახლეობა შერჩეულია ათენის რამდენიმე მინიციპალიტეტიდან, რომლებსაც დახმარება განსაკუთრებით ესაჭირობათ. 

19, 812 ოჯახს შობა-ახალი წლისთვის ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდებიან და მიაწვდიან ინფორმაციას, თუ სად უნდა მივიდნენ პროდუქტის წასაღებად.

ცნობილია, რომ სულ დარიგდება 250 ტონა საკვები (კარტოფილი, ლობიო, შაქარი, ზეითუნის ზეთი და ა.შ.) ასევე, 70 ტონა საყოფაცხოვრებო პროდუქტები (სარეცხი და საწმენდი საშუალებები).

დახმარება ეკუთვნით ოჯახებს, სადაც ერთ სულ მოსახლეს წელიწადში მხოლოდ 2, 400 ან ნაკლები ევრო აქვს შემოსავალი.

onalem

ტესტ