fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: რა უფლებები გაქვთ საჯარო საავადმყოფოებში, თუ არალეგალი ხართ და არ გაქვთ დაზღვევა?!

რა უფლებები მაქვს და რა მეკუთვნის იმ შემთხვევაში, თუ დაუზღვეველი ვარ?

– გაქვთ ზუსტად ის უფლებები და გეკუთვნით ზუსტად ის, რაც იმ ადამიანებს, ვინც დაზღვეულია.
– წვდომა მკურნალობაზე ნებისმიერ საჯარო ჯანდაცვის დაწესებულებაში, ასევე მენტალური ჯანმრთელობის, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების და საუნივერსიტეტო კლინიკებში.

– გაქვთ უფლება ჩაგიტარდეთ გადაუდებელი ოპერაცია და დიაგნოსტიკური პროცედურები, სრულიად უფასოდ.
– დაგეგმილი ოპერაციები, სრულიად უფასოდ.
– სტომატოლოგიური მომსახურება, სრულიად უფასოდ.
– აცრები, სრულიად უფასოდ.
– მშობიარობა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურები, სრულიად უფასოდ.
– ფიზიოთერაპია, ლოგოპედიური თერაპია, ფსიქოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, სრულიად უფასოდ.
– მედიკამენტები კერძო და საჯარო აფთიაქებიდან.

ვის შეუძლია ეს სერვისები მიიღოს?

– იმ შემთხვევაში თუ ხარ ბერძენი ან ცხოვრობ საბერძნეთში ლეგალურად, მიდიხარ ყველა საჯარო საავადმყოფოში/კლინიკაში მხოლოდ შენი AMKA-თი. სამედიცინო ისტორია (ვივლიარიო იგიას) არ არის საჭირო.
– თუ არ გაქვთ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთები და მიეკუთვნებით ჯგუფს, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (ორსულები, ბავშვები, ფსიქიკური პრობლემის მქონე პირები და ა.შ.), შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერი საჯარო საავადმყოფოს მომსახურებით, მაშინ ჯანდაცვის სამინისტრო გაძლევთ “ჯანდაცვის ბარათი ემიგრანტისთვის” (Κάρτα Υγειονομικής Περίθαλψης Αλλοδαπού). აღნიშნული ბარათით შეგიძლია ყველა ჩამოთვლილი სერვისი მიიღოთ საჯარო საავადმყოფო/კლინიკებში.

ყველა ადამიანს,მიუხედავად მისი სამართლებრივი სტატუსისა, აქვს უფლება შევიდეს ნებისმიერი საავადმყოფოს ER-ში (საავადმყოფოს საგანგებო განყოფილება, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა პირველად შედის).

– არცერთი ადამიანი არ მოწმდება საავადმყოფოს არცერთი კომიტეტისგან, შეუძლია თუ არა მიიღოს მან საავადმყოფოსგან აღნიშნული სერვისები.

სად შემიძლია მივიღო დეტალური ინფორმაცია?

– თუ გაქვს ამკა, მაშინ ნებისმიერ საჯარო საავადმყოფოში/კლინიკაში.
– თუ არ გაქვს ამკა, ან ლეგალურად ცხოვრების საბუთები, წახვალ უფლებათა დაცვის სამსახურებში (Γραφεία Προστασίας Δικαιωμάτων) ან საავადმყოფოების ადმინისტრაციულ სამსახურებში (Διοικητικές Υπηρεσίες των Νοσοκομείων), სადაც გეტყვიან, თუ როგორ უნდა აიღო ემიგრანტის ჯანდაცვის ბარათი.

საჭიროა თუ არა თანხის გადახდა?

– საჯარო საავადმყოფოში/კლინაში არ ხარ ვალდებული გადაიხადო თანხა, ნებისმიერი სერვისში, რომელსაც დაწესებულებაში მიიღებ. ასევე არ არის საჭირო თანხის გადახდა ემიგრანტის ბარათის ასაღებად.

დამატებითი ინფორმაცია იხილე საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე: http://www.moh.gov.gr/articles/health/anaptyksh-monadwn-ygeias/3999-prosbash-twn-anasfalistwn-sto-dhmosio-systhma-ygeias

onalem

ტესტ