fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

23 წლის გიორგოს ვაკაკისის საიდუმლო ანდერძი

მიუხედავად იმისა, რომ გიორგოს ვაკაკისი გარდაცვალებისას მხოლოდ 23 წლის იყო, მან საბოლოო სურვილი დატოვა!

როგორც Real News იუწყება, 3 თვით ადრე, ვიდრე ვაკაკისის მანქანა ათენი-ლამიას გზატკეცილზე მეორე მანქანას დაეჯახებოდა, რომელშიც 3 წლის ბავშვი დედასთან ერთად იჯდა, დაწერა ანდერძი, რომელიც სურდა, რომ ასრულებულიყო.

ამავე წყაროს ინფორმაციით ანდერძში წერია: “სახლის გარდა, რომელიც თისიოზე მაქვს, მამამ დიდი რაოდენობის თანხა გადმომცა. მე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამ ყველაფრის გამო. თუ რამე დამემართება, ფული მამას დაუბრუნდება, თუმცა, მინდა დედამ, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, აქედან ერთი მესამედი მიიღოს. ასევე, ვინაიდან ჩემს დას საკუთარი სახლი არ აქვს, ვაძლევ მას ჩემს სახლს, რომელიც მამამ მაჩუქა.”

როგორც ჩანს, ვაკაკისის მშობლებმა ანდერძი არ გაახმაურეს. ასევე პატმანოღლუს ოჯახის მიერ შეტანილი საჩივრის განხილვა 2018 წლისათვის გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 2 მილიონ ევროზე, რომელიც მორალური ზიანისთვის 3 წლის ბიჭის მამამ უნდა მიიღოს, რომელმაც ავარიაში შვილი და მეუღლე დაკარგა.

onalem

ტესტ