fbpx
საზოგადოება

“ქორწინებაზე ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია” – ელენა პაპარიზუ

ელენა პაპარიზუმ Dot-ის პრემიერაზე, თავის მეუღლეზე ისაუბრა. ცნობილმა მომღერალმა მედიას გაუმხილა, რომ ანდრეას კაფსალიმ ელენას სთხოვა, არ ესაუბრა მასზე საჯაროდ. ამიტომაც არის, რომ მომღერალი ძალიან ფრთხილია ყველაფერში, რასაც კი ამბობს.

“ეს მე არ ვარ, ვისაც ანდრეაზე საჯაროდ საუბარი არ სურს. სწორედ ჩემს მეუღლეს არ უნდა მასზე ვილაპარაკო. მან მითხრა, რომ არ სურს ჩემს კარიერულ საქმეებში ჩარევა, ჩემი პროფესიული ცხოვრება ჩემივე არჩევანია. მას ასეთი ელენა შეუყვარდა, თუმცა “მყუდროება” უნდა. სიმართლე ის არის, რომ ყველა წყვილისთვის სახლი წმინდა ტაძარია. ანდრეა ჩემი საუკეთესო მეგობრის ქმრის თანაკლასელი იყო, ასე რომ, ჩვენ მეგობრულ სახლში შევხვდით” – განაცხადა ელენა პაპარიზუმ.

რაც შეეხება ქორწინებას, მომღერალმა აღნიშნა: “ქორწინებაზე ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია. არც ხელის თხოვნას ველოდებოდი ანდრეასგან. ძალიან აღელვებული ვიყავი იმ მომენტში და ვამბობდი: “ღმერთო ჩემო, რა ბედნიერი ვარ. სწორედ ასე მინდა ვიყო მთელი ცხოვრება.” რა თქმა უნდა, ვტიროდი. პირველი, ვისაც დავურეკე, დედაჩემი იყო…”

onalem

ტესტ