fbpx
საზოგადოება

დღეს საღამოდან საბერძნეთში ამინდი გაუარესდება – წვიმა და ჭექა-ქუხილი ქვეყანაში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს საღამოდან საბერძნეთში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. მზეს მოღრუბლულობა შეცვლის და მოსალოდნელია ძლიერი ჭექა-ქუხილი.

კერძოდ, ამინდის გაუარესება დასავლეთ საბერძნეთიდან დაიწყება და შუადღისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდება. წვიმა მოსალოდნელია კუნძულ კრეტაზეც.

ატიკის რეგიონში, ასევე ათენში, მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ხოლო წვიმა საღამოს საათებში. ტემპერატურა 14-დან 22 გრადუსამდე.

რაც შეეხება თესალონიკს, ასევე ნავარაუდევია მოღრუბლულობა საღამოს საათებიდან და პერიოდული წვიმა ღამით, ტემპერატურა 14-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს.

მაკედონიასა და თრაკიში საღამოს საათებში მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ჰაერი კი 10-დან 20 გრადუსამდე გათბება.

თესალიაში, აღმოსავლეთ სტერეაში, ევიაში და აღმოსავლეთ პელოპონისოში ნავარაუდევია წვიმა ღამის საათებში, ხოლო ტემპერატურა 13-დან 22 გრადუსამდე იმერყევებს.

კიკლადესსა და კრეტაზეც ღამით იწვიმებს, იქროლებს ქარი 4-6 ბალი სიძლიერის, ჰაერი კი 17-დან 22 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ