fbpx
საბერძნეთი

ქაოსი მეტროსადგურებში: ქაღალდის ბილეთები აღარ მოქმედებს

გავრცელებული ინფორმაციით, მეტროებში არსებული ბარიერები ორშაბათამდე ღია იქნება, ხოლო 20 ნოემბრიდან ეტაპობრივად დაიხურება.

დღეს მეტროს ბევრ სადგურში აბსოლუტური ქაოსი სუფევს. მოსახლეობა გაურკვევლობაშია, რადგან ქაღალდის ბილეთები ბოლო 24 საათია აღარ მოქმედებს.

ოთხშაბათს შუაღამის შემდეგ ძველი ბილეთები და ბარათები, რომლებსაც მოსახლეობა იყენებდა წარსულს ჩაბარდა. მთავრობა აღნიშნული ცვლილების გატარებას 7 თვის მანძილზე გეგმავდა, თუმცა ყოველ ჯერზე გადაიდო.

ასევე არ წყდება რიგები ელექტრონული ბარათებისა და ბილეთების შესაძენად.

გაურკვევლობის გამო ბარიერები ორშაბათამდე ღია დარჩება.

ვითარება ამბელოკიპის მეტროში:

onalem

ტესტ