fbpx
საზოგადოება

ქალი, რომელმაც ხანძარში შვილები და მეუღლე დაკარგა, ბერძნულ ხელისუფლებას უჩივის

ბერძნული ხელისუფლების მაღალჩინოსნები სასამართლოს წინაშე პასუხს აგებენ. საჩივარი შეიტანა ქალმა, რომელმაც 23 ივლისს, ატიკის ხანძარში მთელი ოჯახი, ორი შვილი და მეუღლე დაკარგა.

ვარვარა ვუკაკის სარჩელი არის თანამდებობის 7 პირის წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან პანოს სკურლეტი და პოლიციისა და სახანძრო დეპარტამენტების ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც ალექსის ციპრას ბრძანებით პოსტებიდან მოიხსნენ.

სავარაუდოა, რომ კომუნიკაციისა და კოორდინაციის ნაკლებობამ, არაორგანიზებულმა მუშაობამ და არასწორმა ინფრასტუქტურამ მატის ხანძარს ხელი შეუწყო. ხანძარს, რომელმაც 96 ადამიანი იმსხვერპლა და ასობით სახლი და შენობა გაანადგურა.

დაზარალებულები და თვითმხილველები პროკურატურას მიმართავენ, რათა სასიკვდილო ხანძრის გავრცელებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთოს.

onalem

ტესტ