fbpx
საზოგადოება

“ქალები თავიანთ შვილებს ეძებდნენ” – ჩვენებები ნავაგიოს პლაჟიდან, სადაც კლდე ჩამოინგრა

ზაკინთოს ყველაზე ცნობილი ლაჟვარდოვანი სანაპირო ამ დრომდე დაკეტილი რჩება. ადგილი, სადაც ტურისტები ნაკადი ყოველდღე არ წყდებოდა, ახლა საშიშ ზონად არის გამოცხადებული. აღნიშნული გადაწყვეტილება პორტის ხელმძღვანელობამ მიიღო.

განცხადების თანახმად, სანაპიროზე აკრძალულია არა მხოლოდ ბანაობა, არამედ მოტორიანი თუ გასაბერი ნავით შესვლა და სახიფათო ტერიტორიასთან მიახლოვებაც კი.

“ირგვლივ პანიკა იყო, ქალები თავიანთ შვილებს ეძებდნენ, ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. ხალხი ყვიროდა. ვინც გადავრჩით, უბრალოდ, გაგვიმართლა, რომ ამ დროს კლდესთან უფრო ახლოს არ ვიყავით, თუმცა, ლოდები წყალშიც ცვიოდა, რის გამოც ნავები ჰაერში აიტყორცნა, შემდეგ კი ამობრუნდა,” აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

onalem

ტესტ