fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პატრა: ქალს საკუთარ ბინაში სამი მიგრანტი ძალით შეუსახლდა

გუშინ საღამოს პატრასში, კორინთის ქუჩაზე, ქალი თვალებს არ უჯერებდა, როდესაც საკუთარი სახლის წინ ჩაიარა და დაინახა, რომ ოთახებში სინათლე იყო ანთებული. ის მოშორებით, სხვა სახლში ცხოვრობს, თუმცა, აღნიშნული ბინა გაქირავებული არ ჰქონია. მეპატრონემ დაუყოვნებლივ პოლიცია გამოიძახა, რათა არასასურველი “სტუმრები” ბინიდან გაეძევებინათ.

კერძოდ, პოლიცია ადგილზე მივიდა და სახლში უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით შეიჭრნენ. აღმოჩნდა, რომ სახლში სამი მიგრანტი ძალის გამოყენებით შესახლდა, რადგან მათ თავშესაფარი არ ჰქონდათ და ღამეს ვერსად ათევდნენ.

მეპატრონემ პოლიციას მოსთხოვა სწრაფად გაესახლებინა მიგრანტები თავისი ბინიდან.

დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

onalem

ტესტ