fbpx
ემიგრაცია

მუდმივი შეთანხმება კრედიტორებთან: საბერძნეთი ვალს 2080 წლამდე დაფარავს

ბერძნული მედიისთვის ცნობილი გახდა საბერძნეთის ხელისუფლებისა და კრედიტორების შეთანხმების დეტალები. როგორც ჟურნალისტები უწოდებენ, ეს არის ”მარადიული” მემორანდუმი.

როგორც ჩანს, პარტნიორები არ გეგმავენ საბერძნეთის კრიზისიდან გამოყვანას, ასე რომ, ალექსის ციპრასის ჰალსტუხის შეკვრა დიდი ხნით გადაიდო. თუ საბერძნეთი 3%-იან ზრდას მიაღწევს, მისი ვალი შემცირდება, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

ვრცელდება სამი სცენარი, საბერძნეთის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათ ერთი საფუძველი აერთიანებს, რომ საბერძნეთი შეინარჩუნებს მუდმივ მემორანდუმს, ფინანსური დახმარების და ვალის შემცირების გარეშე. ერთი სცენარის მიხედვით, საბერძნეთი პირველად 3,5%-იან ნამატს 2022 წელს მიაღწევს, რომელიც 2025 წლისათვის 2%-მდე შემცირდება, ხოლო 2048 წლამდე 1,5%-მდე შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ 2023 წლიდან 2060 წლამდე ქვეყნის მშპ საშუალოდ 2,2%-ს მიაღწევს.

საბოლოოდ, საბერძნეთს სესხების გადახდისთვის 17,5 წელი დასჭირდება. ბოლო სესხი კი 2080 წელს დაიფარება!

onalem

ტესტ