fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

თესალონიკი: ავარიის შედეგად დაღუპულია 4 წლის ბავშვი

გუშინ თესალონიკში სატვირთო მანქანა შეეჯახა ფურგონს, რომელსაც ლტოლვილები გადაჰყავდა. ავარიის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა საღამოს 9 საათისთვის მოხდა იმ გზატკეცილზე, რომელიც თესალონიკს და კავალას ეგნატია ოდოსთან აერთებს, ვრასნასთან ახლოს. გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი, საერთო ჯამში კი, დაშავებულია 27 ადამიანი. მათგან 2-ის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

დაშავებულები ΑΧΕΠΑ-ს და გენიმატას საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორისაა 2 პიროვნება, რომელიც ლტოლვილების გადაყვანას ხელმძღვანელობდა. ისინი საავადმყოფოში დაცვის თანხლებით მოათავსეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ფურგონს, რომელსაც ლტოლვილები გადაჰყავდა, პოლიცია აედევნა.

onalem

ტესტ